ერფან სოლტანი, რომელიც, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, დღეს სიკვდილით არ დასჯილა. ამის შესახებ Sky News-ს ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა აცნობეს.
თუმცა მათი თქმით, სოლტანი სიკვდილით, შესაძლოა,ნებისმიერ დროს დასაჯონ.
26 წლის კაცი გასულ ხუთშაბათს დააკავეს.
ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Hengaw იტყობინება, რომ ის კეზელ ჰესარის ციხეში იმყოფება და „მისი რამდენიმე საათში სიკვდილით დასჯის ალბათობა ძალიან მაღალია“.