აშშ ახლო აღმოსავლეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხედრო ობიექტებს არ მიუახლოვდნენ.
საუდის არაბეთში აშშ-ის მისიამ გაავრცელა უსაფრთხოების განგაში, რომელშიც სამეფოში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ურჩევს რეგიონში სამხედრო ობიექტებს მაქსიმალურად მოშორდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელებმა და აშშ-ის მისიის თანამშრომლებმა „გამოიჩინონ გაზრდილი სიფრთხილე და შეზღუდონ არასაჭირო მგზავრობა ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანში ვითარების გამწვავების ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალს გაიყვანს.