კატარის ავიაბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა ავიაბაზის დატოვების ბრძანება მიიღო, ირანში ვაშინგტონის შესაძლო ოპეარციის ფონზე.
ამის შესახებ CNN ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
ოფიციალურმა პირმა კატარში ალ-უდეიდის საჰაერო ბაზის დატოვების ბრძანება სამხედროების მიერ რეგიონში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით „სიფრთხილის ზომად“ შეაფასა.
სწორედ ეს სამხედრო ბაზა გახდა ირანის სამიზნე მას შემდეგ, რაც აშშ-მა გასული წლის ივნისში ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა განახორციელა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახლა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე პოტენციურ დარტყმებს განიხილავს, ეს ბაზა შესაძლოა კვლავ ირანის საპასუხო რეაგირების სამიზნე გახდეს.