რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები - USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები - ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრაქტიკა არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე გაშიშვლებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ.
მისი თქმით, ახლა ერთგვარი ბრძოლის მოწმენი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით.
„ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ვსაუბრობდით არაფორმალურ ძალებზე, რომლებიც არსებითი გავლენით სარგებლობენ ევროკავშირზე, თავის დროზე, კიდევ უფრო არსებითი იყო მათი გავლენა აშშ-ზე. ახლა ერთგვარი ბრძოლის მოწმენი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით და ვნახოთ, რით დასრულდება საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა, თუმცა ფაქტია, რისთვისაც გამოიყენებოდა თავის დროზე ამერიკული ინსტრუმენტები, USAID-ი, NED-ი და სხვა ფონდები, იმავე მიზნით გამოიყენება ახლა ევროპული ინსტიტუტები. რაც რა თქმა უნდა, ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრაქტიკა არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე გაშიშვლებული. ჩვენ მთავარია, რომ ჩვენი მექანიზმები დავუპირისპიროთ ამ მახინჯ პრაქტიკას და უხეშ ჩარევას სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, შიდა პოლიტიკურ საკითხებში, დემოკრატიულ სისტემებში. ჩვენ გვაქვს მიღებული „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელიც გვიცავს, სწორედ, ასეთი მახინჯი პრაქტიკისგან. ჩვენ გვაქვს მიღებული „გრანტების შესახებ" კანონი, ე.წ. „ფარას კანონი" და რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სწორედ ასეთი ტიპის გარე ჩარევებისგან",- განაცხადა პრემიერმა.