არ მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა და როგორ მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა ირანში სარტესტო აქციებრან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვერ ისაუბრებს ირანელი ხალხის მაგივრად.
"ძალადობა, ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი, იქნება ეს მომიტინგეების მხრიდან თუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გამოვლენილი, არის დაუშვებელი. მე ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო და იმედს გამოვთქვამ, რომ ირანელი ხალხის ნების შესაბამისად გადაწყდება მათი ქვეყნის მომავალი.
ვერ ვისაუბრებ ირანელი ხალხის მაგივრად. ირანში, დარწმუნებული ვარ, რომ არიან როგორც ხელისუფლების მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. [...] ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს განხორციელებული. მე არა მაქვს დაწვრილებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა და როგორ მიმდინარეობს [ირანში]", - განაცხადა სეფაშვილმა .
ირანში უკვე ორ კვირაზე მეტია მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.
საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა. ტელეარხი CBS News-ის ცნობით, ირანში დაღუპულთა რაოდენობა 12-დან 20 ათასამდეა. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი კი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დაახლოებით 2 400 მომიტინგე დაიღუპა. ამასთან, 132 საათზე მეტია, ირანის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ინტერნეტზე წვდომა შეზღუდული აქვს.