ირანში მსხვერპლთა მზარდი რაოდენობა საშინელებაა. ცალსახად ვგმობ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას და თავისუფლების უწყვეტ შეზღუდვას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ირანში მსხვერპლთა მზარდი რაოდენობა საშინელებაა. ევროკავშირმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული სანქციების რეჟიმი უკვე დაუწესა. ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი სანქციების შეთავაზება მალე მოხდება. მხარს ვუჭერთ ირანელ ხალხს, რომლებიც მამაცურად იბრძვიან თავისუფლებისთვის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.