პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მდიოდა, წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და რა ქენით? - ასე მიმართა ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს სასამართლო სხდომაზე. ელისაშვილმა სიტყვით ისარგებლა და ორი წლის წინ მომხდარი ფაქტი გაიხსენა.
მისი თქმით, კანცელარიასთან 20 პოლიციელი ურტყამდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ზაქრო ჩოხელი იყო.
"შრამები" დამრჩა ბორკილებისგან. პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მომდიოდა. კი დამკითხეს, მაგრამ რა ქნეს მერე, გამოკითხული ვარ, ვერ გაარკვიეს ვინაა ეგ შოთა?
ვეუბნებოდი ხელი გამიხსენით-თქო, 4 საათი. ვიყავი ასე, შემუმსუბუქეთ მაინც-თქო, მაგრამ თქვენი სამართალი არ გაიშვა. წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და მერე რა ქენით?
კანცელარიასთან 20 პოლიციელი მირტყამდა, ზაქრო ჩოხელი ამოვიცანით, ვთქვით და რა... თქვეს იცი, ვერ ამოვიცანითო. 2 წელი გავიდა არ ვიცი ეგ ზღაპრები გჯერათ თუ არა - არ გიცნობთ არ ვიცი. მცემეს და აი ბუზი არ აუფრინდათ ბუზი. შობაა ახალ წელს გილოცავთ", - განაცხადა ელისაშვილმა. ["ტვ პირველი"]
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.