საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კვლავ აკრძალულია.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით". - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.