უკრაინა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა ირანის რეჟიმზე თავისი ხალხის წინააღმდეგ ძალადობისა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა Х-ზე წერს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ირანის მხარდაჭერა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და საკუთარი მოქალაქეების ჩაგვრის მიმართ, იგივე ძალადობისა და ადამიანის ღირსების უპატივცემულობის პოლიტიკის ნაწილია.
„ირანელი ხალხი იმსახურებს მათი ძირითადი სამოქალაქო უფლებების დაცვას, მათ შორის ინფორმაციაზე წვდომას და შეკრების თავისუფლებას.
ირანელები იმსახურებენ ნორმალურ ცხოვრებას, შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას, თავისუფლებით, უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით სავსე ცხოვრებას.
როგორც ქვეყანა, რომელმაც დაძლია ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი, გააპროტესტა ჩაგვრა და დაიცვა დემოკრატიული არჩევნები, უკრაინა ყველაფერზე მეტად აფასებს სამოქალაქო უფლებებს; ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისგან.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, განიხილოს ირანის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობისა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ომის მხარდაჭერის გამო,“ - წერს ტრამპი.