უკრაინის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო 12 იანვარს საგანგებო სხდომას გამართავს, როემლზეც რუსეთის თავდასხმებს, მათ შორის „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას განიხილავენ.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა Х-ზე წერს.
„რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების, მათ შორის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შემდეგ ჩვენი სასწრაფო მოთხოვნის საფუძველზე, გაერო-ს უშიშროების საბჭო ორშაბათს, 12 იანვარს, კიევის დროით 22:00 საათზე საგანგებო სხდომას გამართავს. შეხვედრაზე განიხილება რუსეთის მიერ გაერო-ს წესდების უხეში დარღვევების საკითხი.
მოვუწოდებთ უშიშროების საბჭოს წევრებს, გამოიჩინონ ერთიანობა და მოითხოვონ აგრესიის დასრულება, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და უკრაინის სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა,“ - წერს სიბიჰა.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები ძირს უთხრის შეერთებული შტატების, ევროპული სახელმწიფოებისა და სხვა პარტნიორების მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის მცდელობებს.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის, რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და მდგრადი მშვიდობის აღსადგენად.