საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ შინაგან საქმეთა მინისტრს მარტში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის შესწავლა დაავალა. ამის შესახებ Le Monde იუწყება.
გამოცემის ცნობით, ლეკორნუმ შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნესს დაავალა,15 და 22 მარტს მუნიციპალური არჩევნებისას შესაძლო საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება მოამზადოს.
პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ და „ეროვნულმა გაერთიანებამ“ განაცხადეს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის მოთხოვნას გეგმავენ.
ამის შესახებ გადაწყვეტილება სახელმწიფოს მეთაურმა უნდა მიიღოს, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.