აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირანში მიმდინარე საპროტეტსო აქციების ფონზე, აცხადებს, რომ აშშ მხარს უჭერს„ ირანელმამაც ხალხს.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს ირანის მამაც ხალხს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA)-ს ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა.
მათივე ცნობით, აქციაზე 2311 ადამიანი დააკავეს.
ასევე, HRANA წერს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ მიღებული ზომები გამკაცრდა.
ცნობისთვის, დღეს ირანის არმიამ განაცხადა, რომ „ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას დაიცავს“.
ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.