აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ თუ შეერთებული შტატები გრენლანდიას არ მიიღებს, მას ჩინეთი ან რუსეთი მიიტაცებს.
„ჯერ გრენლანდიისთვის ფულზე არ ვსაუბრობ. შესაძლოა, ასეც მოვიქცე. თუმცა, ახლა ჩვენ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ გრენლანდიასთან დაკავშირებით - მოსწონთ ეს მათ თუ არა. თუ ამას არ გავაკეთებთ, რუსეთი ან ჩინეთი აიღებს გრენლანდიაზე კონტროლს და ჩვენ ისინი მეზობლებად არ გვჭირდებიან“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.
მისი აზრით, ნატომ ეს უნდა გაიგოს, რადგან მან ის „გადაარჩინა“.
„მინდა, რომ შეთანხმება მარტივი გზით დაიდოს. თუ ამას მარტივად არ გავაკეთებთ, რთული გზით გავაკეთებთ.“
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ისინი (დანიას გულისხმობს) იქ ნავით 500 წლის წინ მივიდნენ, არ ნიშნავს, რომ მიწა მათ ეკუთვნით.
ტრამპის თქმით, ამჟამად გრენლანდიის გარეთ, ყველგან რუსული, ჩინური გამანადგურებლები და რუსული წყალქვეშა ნავებია.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა ან ჩინეთმა გრენლანდია დაიპყროს, რადგან ისინი ამას გააკეთებდნენ, ჩვენ რომ არ გვემოქმედა.
ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ რაღაცის გაკეთებას გრენლანდიასთან დაკავშირებით, მშვიდობიანად ან ძალის საშუალებით,“ - თქვა ტრამპმა.