ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ესკალაციის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის 86 წლის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შესაძლოა გაქცევას ცდილობდეს.
ტრამპს კითხვა დაუსვეს, იცოდა თუ არა ხამენეის რუსეთში გაქცევის მზადებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „ან სხვა ადგილას. ის ეძებს ადგილს. საქმე ძალიან ცუდად მისდის“.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ირანის ხელისუფლებას „ძალიან ძლიერ“ დარტყმას მიაყენებს, თუ იქ მომიტინგეებს დახოცავენ.
„ჩვენ მათ ძლიერ დარტყმას მივაყენებთ. ჩვენ მზად, ჩვენ მათ ძლიერ დარტყმას მივაყენებთ“, - განაცხადა ტრამპმა.