შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით - 1999 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.
"სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებული თბილისში შეაჩერეს. მათ დანახვისთანავე ზ.კ. შეეცადა ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით განზრახ დაეჯახა პოლიციელების ავტომობილს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, ხოლო მისი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი სითხე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.