თქვენ მტკიცედ უნდა გწამდეთ თავისუფლების. თავისუფლებაზე უკეთესი არაფერია, - ასე მიმართა ირანელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტერამპმა რადიოწამყვან ჰიუ ჰიუიტთან ინტერვიუს დროს.
"თქვენ მამაცი ხალხი ხართ. დასანანია ის, რაც თქვენს ქვეყანას დაემართა. თქვენი ქვეყანა დიდი სახელმწიფო იყო. მახსოვს, წლების წინ, როდესაც ახალგაზრდა უძრავი ქონების დეველოპერი ვიყავი, ჩემი მეგობრები ირანში ჩავიდნენ და მათ ყველაფერი შესანიშნავად ჰქონდათ...“
მათი [ხელისუფლების] საქმეები ძალიან ცუდად მიდის, გეტყვით, რომ ისინი კარგად ნამდვილად არ არიან. თუ ისინი ხალხის დახოცვას დაიწყებენ... ჩვენ მათ ძალიან სასტიკად დავარტყამთ, რის შესახებაც მათ იციან და დაწვრილებით ძალიან მკაცრად ეცნობათ... რომ თუ ამას გააკეთებენ, მათ მოუწევთ ნამდვილი ჯოჯოხეთის გამოვლა - სასტიკი საფასურის გადახდა.“ - თქვა ტრამპმა.
ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 40-მდე ადამიანი და დაკავებულია 2 000-ზე მეტი დემონსტრანტი.