გავრცელებული ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ცივი იარაღით კაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებებით 48 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლული და სავარაუდო ბრალდებული მეგობრები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 51 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108 - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.