საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად შესაძლოა რამდენიმე ათასი ფრანგი ჯარისკაცი განლაგდეს.
მაკრონმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საფრანგეთის არმიის „რამდენიმე ათასი ჯარისკაცი“ რუსეთ-უკრაინის საზღვრის კონტროლის ოპერაციებში მიიღებს მონაწილეობას.
„ეს ძალები სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონმა ასევე დასძინა, რომ მისი ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის არმიის აღდგენაში.