უკრაინისთვის დახმარების გაწევის პროცესთან დაკავშირებულ თითოეულ ამოცანას თავისი ეროვნული ლიდერი ჰყავს - პოლონეთი ლოჯისტიკის სფეროში წამყვანი ქვეყანა იქნება. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დღეს პარიზში 35 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად.
ტუსკმა განაცხადა, რომ „ჯერ ნაადრევია ზედმეტად ოპტიმისტური განცხადებების გაკეთება“.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთზე ეფექტური ზეწოლის განსახორციელებლად აუცილებელია ევროკავშირის, აშშ-სა და „მსურველთა კოალიციის“ სხვა ქვეყნების საერთო პოზიცია.
„ყოველ კვირას ჩვენ ვუახლოვდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს“, - თქვა ტუსკმა და დასძინა, რომ სამშაბათს პარიზში მათ განიხილეს, კერძოდ, თუ როგორ ესმით ქვეყნებს თავიანთ როლი კიევის უსაფრთხოების გარანტირებთან დაკავშირებით.
„პოლონეთი შეასრულებს ყველა ლოჯისტიკურ ამოცანას უკრაინის მხარდასაჭერად; ის იქნება წამყვანი სახელმწიფო ამ სფეროში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, თითოეულ ამოცანას ჰყავს საკუთარი ეროვნული ლიდერი.