უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ომის შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განლაგების შესახებ.
ეს ცნობილი გახდა ლიდერებსა და „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართული მედიასთან შეხვედრის დროს.
მაკრონმა აღნიშნა, რომ სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმებზე. მისი თქმით, ამას ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შეკავების პირველი ხაზი უკრაინის შეიარაღებული ძალები იქნება.
მან დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის არმიის რაოდენობა 800 000 ჯარისკაცს მიაღწევს, დასავლელმა პარტნიორებმა კი მხარდაჭერა აღუთქვეს.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ უცხოური ძალეიბ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნებიდან განლაგდებიან ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში, რათა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა.