ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას ყოველ ნაბიჯზე, რათა უზრუნველყოს მისი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა X-ზე წერს.
"პარიზში "მსურველთა კოალიციის" მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვიმყოფებით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გავაძლიეროთ წვლილი უსაფრთხოების მყარი გარანტიების მისაღწევად.
ეს გარანტიები მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის ფუნდამენტური ელემენტია.
ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას, რათა უზრუნველყოს მისი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა", - წერს კოშტა.