შეერთებულ შტატებს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მომხდარ სროლასთან არანაირი კავშირი არ აქვს და აგრძელებს სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მონიტორინგს. იუწყება NBC News.
„ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება ვენესუელიდან სროლის შესახებ შეტყობინებებს. აშშ ამაში ჩართული არ არის“, - განაცხადა ორმა წყარომ თთრი სახლიდან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სროლის ხმა ვენესუელის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციასთან, მირაფლორესის სასახლესთან ახლოს ისმოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სასახლის თავზე დრონი დააფიქსირეს, რის შემდეგაც სამთავრობო შენობებიდან ევაკუაცია დაიწყო.