უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ დნიპროში რუსული თავდასხმა ამერიკული კომპანია Bunge-ს ქარხანაზე შემთხვევითი არ ყოფილა და აღნიშნა, რომ რუსეთი სისტემატურად ესხმის თავს ამერიკულ ბიზნესებსა და ინტერესებს უკრაინაში. ამის შესახებ სიბიჰა Х-ზე წერს.
სიბიჰამ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანმიმართულმა დარტყმამ სერიოზულად დააზიანა დნიპრის მზესუმზირის ზეთის ქარხანა, რომელიც ცნობილ ამერიკულ კომპანია „Bunge“-ს ეკუთვნის.
„ეს თავდასხმა შეცდომა არ ყოფილა - ის მიზანმიმართული იყო. რუსებმა არაერთხელ სცადეს ამ ობიექტზე თავდასხმა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთი სისტემატურად ესხმის თავს უკრაინაში არსებულ ამერიკულ ბიზნესებს. კერძოდ, მან გაიხსენა, თუ როგორ დააზიანა გასულ წელს რუსეთის დარტყმებმა კიევში Boeing-ის ოფისები, რომელიც ზაკარპატიეში მდებარე მსხვილი ამერიკული ელექტრონიკის მწარმოებელია და სხვა ობიექტები.
„სრულმასშტაბიანი ომის დროს, უკრაინაში აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრების დაახლოებით ნახევარმა მიიღო სხვადასხვა მასშტაბის დაზიანება ან განადგურება მათი ობიექტების მიმართ“, - აღნიშნა სიბიჰამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის, უკრაინაში ამერიკული ბიზნესებისა და ინტერესების წინააღმდეგ თავდასხმები აჩვენებს მის სრულ უგულებელყოფას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ.
„მოსკოვის უარს უკრაინის მიერ მშვიდობისკენ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების საპასუხოდ, თავისი ფასი უნდა ჰქონდეს. კრემლმა უნდა იგრძნოს, რომ ეს ფასი სერიოზულია“, - თქვა მან.
დნიპროში რუსეთის იერიშის შედეგად ამერიკული კომპანია Bunge-ს ქარხანა დაზიანდა, რის შედგადაც გზაზე 300 ტონა ზეთი დაიღვარა.