ნიკოლას მადურო ნიუ იორკის ფედერალურ სასამართლოში შეიყვანეს. მადუროს სასამართლო პროცესი დაიწყო, სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. პროცესზე მადურო ესპანურ ენაზე საუბრობს. იუწყება Fox News.
სხდომათა დარბაზში კამერები აკრძალულია, თუმცა ზოგიერთ რეპორტიორს, სასამართლოდან ინფორმაციის გავრცელების უფლება აქვთ
მადურომ სხდომაზე თქვა: „მე უდანაშაულო ვარ. მე არ ვარ დამნაშავე. მე პატიოსანი ადამიანი ვარ", მისი თქმით, ამ დრომდე ვენესუელის პრეზიდენტია
ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ბრალდებებს გააცნობენ.
25-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ სხვადასხვა დანაშაულს შეიცავს, მათ შორის არის „ნარკოტერორიზმის შეთქმულება“.
საქმეს 92 წლის საოლქო მოსამართლე ალვინ ჰელერსტეინი წარმართავს.
ფედერალური სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, მადუროს ადვოკატი ბარი ჯოელ პოლაკია.
პოლაკი ცნობილია იმით, რომ წარსულში იცავდა WikiLeaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟის ინტერესებს.
მადურომ და მისმა მეუღლემ სასამართლო დარბაზი დაახლოებით 30 წუთის შემდეგ დატოვეს.
17 მარტს ნიკოლას მადუროს სასამართლოში მომდევნო მოსმენაზე გამოცხადება დაევალა.
ცნობისთვის, ნიკოლას მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში და აშშ-ის წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობის შეთქმულებაში.