კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ მზადაა იარაღი აიღოს ქვეყნის დასაცავად.
ეს სიტყვები დონალდ ტრამპის მუქარას მოჰყვა, რომელიც კოლუმბიის მთავრობას სამხედრო მოქმედებებით დაემუქრა.
ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიის ლიდერი შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების კონტრაბანდაშია ჩართული.
კოლუმბიის პრეზიდენტმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მან პირობა დადო, რომ „აღარასდროს შეეხებოდა იარაღს“, თუმცა სამშობლოსთვის მას ხელში აიღებს.
„შეერთებული შტატები კაცობრიობის მთელ ისტორიაში პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც სამხრეთ ამერიკის ქვეყნის დედაქალაქი დაბომბა. ეს არც ნეთანიაჰუს, არც ჰიტლერს, არც ფრანკოს და არც სალაზარს არ გაუკეთებიათ. კონსტიტუცია შეიარაღებულ ძალებს ავალდებულებს დაიცვას სახელმწიფო სუვერენიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცი არ ვყოფილვარ, ვიცი ომისა და საიდუმლო ოპერაციების შესახებ. 1989 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დავიფიცე, რომ იარაღს აღარასდროს შევეხებოდი, მაგრამ ერის გულისთვის, იარაღს ისევ ავიღებ ხელში“, - დაწერა მან Х-ზე.