ირანში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე სამი ბავშვი დაიღუპა, დაკავებულია 40-ზე მეტი არასრულწლოვანი. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს მოქალაქეებზე განურჩეველ თავდასხმებში ადანაშაულებენ. ინფრმაციას The Guardian იუწყება.
აშშ-ში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა დამცველი ირჰანიზაციის (HRAI) მონაცემებით, ეროვნული ვალუტის კრახითა და ცხოვრების ფასების ზრდით გამოწვეული საპროტესტო აქციები სულ მცირე 78 ქალაქსა და 222 დასახლებაში გავრცელდა. დემონსტრანტები რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდებენ.
უსაფრთხოების ძალების რეპრესიების მიუხედავად, საპროტესტო აქციები შაბათ-კვირას გაგრძელდა.
HRAI-ის მონაცემებით, ამ დროისთვის 990 ადამიანია დაკავებული და სულ მცირე მოკლულია 20 დემონსტრანტი.
ირანში საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. იმ დღეს, თეირანის მაღაზიების მეპატრონეებმა - ჯერ მობილური ტელეფონების გამყიდველებმა, შემდეგ კი სხვებმა - ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის ნიშნად მაღაზიები დახურეს. მოგვიანებით, საპროტესტო აქციებს სხვა დიდი ქალაქების მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
ირანის ეკონომიკა 40%-იან ინფლაციას და მთავრობის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ დასავლეთის სანქციებს განიცდის.