ჩვენ არ დაგვჭირდება ამერიკელების მიერ ბიძინას და ეკატერინეს საძინებლიდან მოტაცება, ჩვენ დემოკრატიულ, პროამერიკულ ალტერნატივას შევქმნით, მოგაწვებით და გადაგჯეგავთ, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების " ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"1. ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილის მიღებაზე უარი თქვა ივანიშვილმა? თქვა!
2. ტრამპი დიპსტეიტის მართულად, ხოლო ამერიკა საქართველოს მტრად გამოაცხადა - გამოაცხადა!
3. საქართველოში ვინც ჩავესს და მადუროს ერჩოდა - შეაწუხეთ? შეაწუხეთ!
4. ირანი და ჩინეთი დაიახლოვეთ ამერიკის მტრად გამოცხადების პარალელურად? დაიახლოვეთ.
5. ამერიკის ტერორისტად გამოცხადება და "დამპლური თამაშები" გააგრძელეთ? გააგრძელეთ!
ჩვენ არ დაგვჭირდება ამერიკელების მიერ ბიძინას და ეკატერინეს საძინებლიდან მოტაცება, ჩვენ დემოკრატიულ, პროამერიკულ ალტერნატივას შევქმნით, მოგაწვებით და გადაგჯეგავთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.