აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომს „პრიმიტიული“ უწოდა ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის ფონზე.
ეს განცხადება მან Fox News-ის ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
„ჩვენ არ შეგვეძლო ხელიდან გაგვეშვა შანსი, გაგვეკეთებინა ეს წარმოუდგენელი რამ. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება კიდევ ერთხელ. ვერავინ შეგვაჩერებს. ჩვენნაირი შესაძლებლობები არავის აქვს. როდესაც ვუყურებ ამ ომს რუსეთში (უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას), რომელიც გრძელდება და ყველა იღუპება, ეს პრიმიტიულია. ეს პრიმიტიულია. ეს საშინელებაა“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ვენესუელის მთავრობის უდიდესი ნაწილი „უკვე ამერიკის მხარეს გადავიდა“.
„თუ ისინი მადუროს ერთგულები დარჩებიან, მათთვის მომავალი ძალიან, ძალიან ცუდი იქნება. მე ვიტყოდი, რომ მათი უმეტესობა უკვე აშშ-ის მხარეს გადავიდა“, - ხაზი გაუსვა ტრამპმა.