ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი რუსეთში იმყოფება.
ამის შესახებ Reuters წყროებზე დაყრდნობით იუწყება.
სამმა წყარომ განაცხადა, რომ მისი ძმა, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი ხორხე როდრიგესი, კარაკასში იმყოფება.
დელსი როდრიგესი დღის დასაწყისში სახელმწიფო ტელევიზიით აუდიომიმართვაში გამოჩნდა, რომელშიც დონალდ ტრამპის მთავრობისგან ნიკოლას მადუროს სიცოცხლის დამადასტურებელ მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა.
ხოლო ხორხე როდრიგესი აშშ-ის ოპერაციის დაწყების შემდეგ არ გამოჩენილა.
ვენესუელის კონსტიტუციის თანახმად, მადუროს არყოფნის შემთხვევაში, ქვეყანაში ძალაუფლება დელსი როდრიგესს უნდა გადაეცეს.