მარკო რუბიომ მაცნობა, რომ მადურო სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება, - ამის შესახებ ამერიკელი რესპუბლიკეი სენატორი, მაიკ ლი სოციალურ ქსელში წერს.
„მან მაცნობა, რომ ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს, რათა სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე აშშ-ში წარდგეს. სამხედრო მოქმედებები დაკავების ოპერაციაში მონაწილე პირების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა. ეს ქმედება, სავარაუდოდ, კონსტიტუციის მეორე მუხლით გათვალისწინებული პრეზიდენტის თანდაყოლილი უფლებამოსილების ფარგლებში შედის, დაიცვას აშშ-ის პერსონალი ფაქტობრივი ან გარდაუვალი თავდასხმისგან", - დაწერა სენატორმა მაიკ ლიმ პლატფორმა X-ზე.