რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აშშ-ის მიერ ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმები და ღრმა შეშფოთება გამოთქვა.
„დღეს დილით შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის აქტი ჩაიდინა, რაც ღრმა შეშფოთებისა და დაგმობის საგანია.
გამოვდივართ რა იქიდან, რომ ყველა პარტნიორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია ერთმანეთის მიმართ, უნდა მოძებნოს პრობლემების გადაჭრის გზები დიალოგის მეშვეობით. ჩვენ მზად ვართ, ამაში მათ მხარი დავუჭიროთ. ლათინური ამერიკა უნდა დარჩეს მშვიდობის ზონად, როგორც მან თავი 2014 წელს გამოაცხადა. ვენესუელას უნდა ჰქონდეს გარანტირებული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედი გარედან ყოველგვარი დესტრუქციული, მით უფრო, სამხედრო ჩარევის გარეშე,“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვი ასევე მხარს უჭერს ვენესუელასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას.