უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინას 95 დრონით შეუტია, რომელთაგან უკრაინელებმა 80 ჩამოგდეს ან ჩაახშეს.
უპილოტო საფრენი აპარატებიდან დაახლოებით 60 „შაჰედის“ ტიპის იყო.
15 უპილოტო საფრენი აპარატის ზემოქმედება 8 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ასევე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდნა ორ ლოკაციაზე.
ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო, კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში 3 იანვრის ღამეს საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.