უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ქრისტოდულიდესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„სწორედ კვიპროსი იწყებს დღეიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას. მივულოცე ბატონ პრეზიდენტს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მივიღებთ მტკიცე გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს უკრაინას და მთელ ევროპას.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა კვიპროსის თავმჯდომარეობის დროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს შორის იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობა უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა და თავის მხრივ, უკრაინა ყოველთვის აკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია.
ზელენსკიმ კვიპროსის პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის ამერიკელ პარტნიორებთან კონტაქტების დეტალებისა და დიპლომატიური ვითარების შესახებ.
„მშვიდობის მისაღწევად მუშაობა პრაქტიკულად 24 საათის განმავლობაში გრძელდება; პაუზები არ შეიძლება იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა კვიპროსს და პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელ იანვარს კვიპროსმა ევროკავშირის საბჭოს ექვსთვიანი თავმჯდომარეობა დანიისგან გადაიბარა.
დღეიდან კვიპროსი როტაციით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება, კვიპროსის თავმჯდომარეობა 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება.