ლატვიამ რუსეთთან საზღვარზე 280-კილომეტრიანი ღობის მშენებლობა დაასრულა.
დეკემბერში დასრულდა ლატვია-რუსეთის საზღვარზე 280-კილომეტრიანი ღობის ბოლო მონაკვეთების მშენებლობა. ღობის მშენებლობას რამდენიმე წელი დასჭირდა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტად იქცა.
მედიის ცნობით, მთლიანი ბიუჯეტი 166 მილიონი ევროს შეადგენდა და მშენებლობაში ექვსი კონტრაქტორი მონაწილეობდა. ზოგიერთ ჭაობიან ადგილას პროცესი განსაკუთრებით რთული იყო და ღობის პონტონზე აღმართვა გახდა საჭირო.
მომავალ წელს კიდევ 20 მილიონი ჩაიდება საპატრულო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური კონტროლის აღჭურვილობის განვითარებაში; ეს სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად დასრულებული ღობის ერთობლივ ინსექციას ატარებენ და მის ხარისხს ამოწმებენ.
სასაზღვრო სამსახურში აღნიშნეს, რომ ლატვია-რუსეთის საზღვარზე სიტუაცია ზოგადად სტაბილურია, თუმცა უკანონო გადაკვეთის ცალკეული შემთხვევები დფიქსირდება.
მესაზღვრეების თქმით, ღობის მათ სამუშაოს გაცილებით აადვილებს.