მექსიკაში სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
შემთხვევა მექსიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ოახაკას რეგიონში მოხდა. მატარებელში 241 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა.
მექსიკის გენერალური პროკურორის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.