უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთში სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმას ადასტურებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ გაჩნდა ხანძარი.
„რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში, 28 დეკემბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა სამარის ოლქში სიზრანსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს“, - აღნიშნულია გენერალური შტაბის ინფორმაციაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ საწარმოს წლიური გადამუშავების მოცულობა 7-დან 8,9 მილიონ ტონამდე ნავთობს შეადგენს.
ასევე აღნიშნულია, რომ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკული ზურგის ნაწილია და მონაწილეობს აგრესორის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში. ამავდროულად, ირკვევა მიყენებული ზიანის ოდენობა.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული იერიში განახორციელს უპილოტო კატარღების საწყობზე ჩერნომორსკის რაიონში [ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორია], 1435-ე მოტორიზებული მსროლელთა პოლკის სარემონტო დანაყოფზე სოფელ ანტრაციტთან (ლუჰანსკის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორია), ნიკონოროვკას მახლობლად პონტონურ გადასასვლელზე და დონეცკის ოლქის მაკიევკაში „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საწყობზე.
„მტრის დანაკარგები ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დადასტურდა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ლუკოილი-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ბოლოდროინდელი დარტყმის შედეგები.
კერძოდ, დაზიანდა ნავთობპროდუქტების მილი და ნავთობის წარმოების ტექნოლოგიური ბლოკი.