უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა თბილისის დროით დღეს 22:00 საათზე გაიმართება, მანამდე შეხვედრაუფორ გვიან იყოდაგეგმილი, თუმცა დრო შეიცვალა. ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.
თეთრი სახლის გრაფიკის მიხედვით, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტთან ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობას ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მიიღებს.
პრეზიდენტების შეხვედრა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში გაიმართება. უკრაინის დელეგაცია უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.