უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაში.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერჰიი კისლიცია X-ზე წერს. „საღამო მშვიდობისა, ფლორიდა!“ - წერს კისლიცა და აქვეყნებს თვითმფრინავის ფოტოს, რომლის ფიუზელაჟზეც აშშ-ის პრეზიდენტის სახელია გამოსახული.
შეგახსენებთ, დღეს ფლორიდაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.