რუსეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება ემზადება, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთში მყოფი უკრაინის მოქალაქეებმა უკრაინის არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღონ.
ზელენსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველგან იყვნენ დამკვირვებლები...
...დღეს დილით მივიღე საგარეო დაზვერვის სამსახურის ანგარიში. რუსეთმა უკვე დაისახა ამოცანა, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია იმისათვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მყოფ უკრაინელებს, ასევე იმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა.
რატომ აკეთებენ ამას? მიზანია წამოჭრას საკითხი, რომ იქ ცხოვრობს დიდი რაოდენობით ადამიანი, რომლებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება, რათა შემდეგ თქვან, რომ რუსეთი არ აღიარებს ამ არჩევნებს.
როგორც ხედავთ, რუსეთისთვის სულერთია, თუ რა სახით გაავრცელებს ინფორმაციას უკრაინის მთავრობის არალეგიტიმურობის შესახებ.
მე ყოველთვის ამას ვამბობ. რუსეთი თავად არის არალეგიტიმური და ამიტომ, გააგზავნის შესაბამის გზავნილებს უკრაინის მთავრობის არალეგიტიმურობის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.