კიევში რუსების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო წერს.
„კიევში საჰაერო განგაში უკვე 10 საათია გრძელდება. რუსები ჩვენი დედაქალაქისა და მიმდებარე რეგიონების მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს ახორციელებენ. ეს დარტყმები მიზანმიმართულად ხორციელდება საცხოვრებელ შენობებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა სადღესასწაულო უქმე დღეებში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა გაიზარდოს.
სამაშველო ჯგუფები ნანგრევებისგან წმენდენ და გადარჩენილებს ეძებენ განმეორებითი დარტყმების საფრთხის ქვეშ. სამედიცინო პერსონალი და ყველა საგანგებო სიტუაციების რეაგირების სამსახური სრულად არის განლაგებული.
კოორდინირებულმა დრონებისა და რაკეტების დარტყმამ კიევში წყლისა და გათბობის მიწოდების ფართომასშტაბიანი შეფერხებები გამოიწვია. კრიტიკული ინფრასტრუქტურა სარეზერვო ელექტროენერგიაზე გადავიდა. მუნიციპალური სამსახურები განუწყვეტლივ მუშაობენ აუცილებელი ფუნქციების აღსადგენად, სადაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას იძლევა.
კიევსა და მიმდებარე რეგიონში ენერგეტიკოსები მუშაობენ, რსთა დაახლოებით 600,000 მომხმარებელს ელექტროენერგია აღუდგეს.
რუსები აწარმოებენ კამპანიას, რომელიც აგებულია გამოფიტვის, სიცივისა და შიშის დათესვაზე, მაგრამ ეს არ გამოვა.
მადლობას ვუხდი ჩვენს საგანგებო სიტუაციების რეაგირების სამსახურებს, სამედიცინო ჯგუფებს და ენერგეტიკოსებს მათი მონდომებისა და პროფესიონალიზმისთვის კრიტიკის ქვეშ“, - წერს სვირიდენკო X-ზე.