რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესი „ნელი, მაგრამ დამაჯერებელი პროგრესით“ წინ მიიწევს.
ამის შესახებ ზახაროვამ ბროფინგზე განაცხადა.
„უკრაინის საკითხის მოგვარების მოლაპარაკების პროცესში - ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების პროცესს - ნელი, მაგრამ დამაჯერებელი პროგრესი შეინიშნება,“ - თქვა ზახაროვამ.
ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების მცდელობები დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების „ტორპედირებას“ ახდენს.