ჩერნიჰივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რუსული დრონი დაეჯახა. დარტყმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
ამის შესახებ ჩერნიჰივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა დმიტრო ბრიჟინსკიმ განაცხადა.
ხუთსართულიან შენობას ოთხშაბათს, 24 დეკემბერს დაარტყეს, რამაც ბინაში ხანძარი გამოიწვია. მტერმა ასევე შეუტია კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტს.
„წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი“, - განაცხადა ბრიჟინსკიმ.