25 დეკემბრის ღამეს, რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქის პორტსა და სამრეწველო ინფრასტრუქტურას შეუტიეს.
ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა.
ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი ავრცელებს.
„გუშინ ღამით მტერმა კვლავ დაარტყა ოდესის ოლქის პორტსა და სამრეწველო ინფრასტრუქტურას. ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა,“ - წერს კიპერი.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული, საწარმოო და სასაწყობო შენობები.
ზოგიერთ ადგილას ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობა მაშველების მიერ მოხდა.
დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.