ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპელი მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება მიუღებელია და ევროკავშირის სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა.
„ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპელი მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა. ევროპა გააგრძელებს თავისი ღირებულებების დაცვას – გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიან ციფრულ წესებს და საკუთარი სივრცის რეგულირების უფლებას“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხ ხელმძღვანელს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.