რუსეთი მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ შეთანხმებულ „სამშვიდობო გეგმის“ პროექტში. ამის შესახებ Bloomberg კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, მოსკოვი უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ „20-პუნქტიან გეგმას“ შემდგომი მოლაპარაკებების საწყის წერტილად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მაში არ არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დებულებები და „ბევრ კითხვაზე პასუხები“.
კერძოდ, კრემლს სურს გარანტიები ნატო-ს აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოებისგან“ და უკრაინისთვის ნეიტრალური სტატუსის მიცემის დაპირების შესახებ, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება.
გარდა ამისა, რუსეთი უკმაყოფილოა უკრაინისთვის ჯარების რაოდენობისა და იარაღის ტიპების „არასაკმარისი შეზღუდვებით“, უკრაინაში რუსული ენის სტატუსის „მკაფიო გარანტიების არარსებობით“, დასავლეთის სანქციების მოხსნასთან და დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების შესახებ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
წყაროს თქმით, რუსეთი ამჟამინდელ დოკუმენტს „საკმაოდ ტიპურ უკრაინულ გეგმად“ მიიჩნევს, თუმცა „მას ცივი გონებით სწავლობს“.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად საჯაროდ წარადგინა ომის დასრულების შესახებ 20-პუნქტიანი დოკუმენტის პროექტი.