სპორტსმენი და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი, რომელიც დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტის საქმეზეა ბრალდებული, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლალი მორშკინა წერს.
გიორგი კანდელაკი თავისუფალია და შვილებთან ერთად შეხვდება ახალ წელს! - წერს მოროშკინა.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კანდელაკს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
გიორგი კანდელაკი 17 სექტემბერს, 6 სხვა პირთან ერთად დააკავეს. გამოძიების თანახმად, დაკავებულები წლების განმავლობაში კუსტარულად ამზადებდნენ უაქციზო ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში საწარმოდან 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.