ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის რამდენიმე უძრავ ქონებას ყადაღა ადევს. ამის შესახებ მან საქართველოს პროკურატურასთან მისვლის შემდგომ განაცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ლილუაშვილის სახელზე არსებულ რამდენიმე უძრავ ქონებას, მათ შორის, მის სახელზე რეგისტრირებულ ბინას, ყადაღა, დაახლოებით, 2 თვის წინ დაედო.
"პროცედურა ითვალისწინებს, რომ რა თქმა უნდა მოვითხოვო აღკვეთის ღონსიძების გარეშე დატოვება, რადგან როცა ადამიანი ბრალს არ ეთანხმება, ის არანაირ ი აღკვეთის ღონისძიებას არ ეთანხმება, თუმცა არსებობს პრაქტიკა, როდესაც ალტერნატივის სახით ხდება ხოლმე სხვა არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდება და მათ შორის გირაო. განხვილიხალვთ ამ საკითხს, თანხა არ მაქვს ჩამოყალიბებული. შევჯერდები ოჯახთან და გირაოს ოდენობის შესახებ სასამართლო პროცესზე გავაჟღერებ.
უძრავ ქონებას, ლილუაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ბინას ადევს ყადაღა. ეს ყადაღა დადებულია დაახლოებით 2 თვის წინ, როცა გამოძიება დაიწყო. მაშინ დაედო მის უძრავ ქონებას ყადაღა. (ჟურნალისტი - მხოლოდ უძრავ ქონებას ადევს ყადაღა, თუ მოძრავსაც?) თუ გირაოსთვსი მეკითხებით ამას, გირაოში მოძრავი ქონებსი ჩადება არ შეიძლება და უძრავ ქონებას ვიცი, რომ ყადაღა ადევს. არც თუ ბევრი უძრავი ქოენბაა, ერთ-ერთი ბოლო პერიოდში თბილისში შეძენილი, სადაც ბოლოს თბილისში ცხოვრობდა და დანარჩენი ისეთი არაფერი. ანუ მისი უძრავი ქონება დაყადაღებულია და სამართლებრივად მისი ჩადება გირაოში შეუძლებელია.
მის ოჯახს რაიმე განსაკუთრებული და მკვეთრი პოზიცია არ დაუფიქსირებია, მეტს ვერაფერს მოგახსენებთ.
რაც შეეხება ამოღებულ ნივთებს, კდიევ ვამბობს, რამდენიმე სდ დისკია და მობილური ტელეფონი. მოგეხსენებათ მობილურის პაროლი გახსნა როგორი რთულია .პაროლიც კი ამოღების ოქმში არის დაფიქსირებული. ანუ თავად უთხრა გრიგოლ ლილუაშვილმა გამომძიებლებს. ასე რომ იქ რაიმე კანონსაწინააღმდეგო და მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არაფერი იქნება", - განაცხადა ადვოკატმა.