სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება წარედგინა.
პროკურორმა, რომელმაც ზაჰესის წინასწარი იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამატებით განმარტებებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გააკეთებს.
"კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ გამოძიების მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკაშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა დეტალურად ისაუბრა, რაც შეხეება სხვა დამატებით ინფორმაციას სისხლის საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება პროცედურას, ამ ეტაპზე დასრულებულია, დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი წარედგინა, რასა ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ, - თქვა პროკურორმა.
ცნობისთვის, ლილუაშვილი დღეს დააკავეს.