აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და აღნიშნა, რომ მის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ამ საქმეს უხელმძღვანელებს.
„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და არა მინერალებისთვის. თუ გრენლანდიას დააკვირდებით, სანაპიროს ზემოთ და ქვემოთ, ყველგან რუსული და ჩინური გემები გხვდება. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.