აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია.
„უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც იცით, მათ გასულ თვეს 27 000 ჯარისკაცი დაკარგეს, უმეტესად ჯარისკაცები და მათ შორის, კიევში ხალხი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამბობენ, რომ ამ ორ ლიდერს, პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია. მოლაპარაკებები კარგად მიდის. იცით, რვა ომი მოვაგვარე, მეგონა, ეს მარტივი იქნებოდა, მაგრამ ძალიან დიდი სიძულვილია ამ ორ ადამიანს შორის“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ახალი სამხედრო გემების მშენებლობის გეგმის, „ტრამპის კლასის” პრეზენტაციაზე.